Monday, June 15, 2009
წვიმის წვეთები
წვიმს . მონოტონურად დაცურავენ სველ მიწაზე შავი საწმენდები . ტყვიისფერი ცა , თავი ხელებში ჩაურგავს , დაბლა იმზირება და ოფლის ცივი წვეთები სდის ფიქრმორეული შუბლიდან .
ისე კი სიწყნარეა , აუმღვრეველი ერთი შეხედვით თითქოს , მაგრამ სულის შემძვრელი , რაღაც ავის მომასწავებელი . საშინელი ზარის ჩამოკვრის მოლოდინსა ჰგავს , როცა ხელი უკვე შემართულა შენს თავზე , ვიღაცის უხილავი ხელი , ვისი ? დროების ? სასოწარკვეთის ? ბედისწერის ? უსასოობის ?
წკაპ ! წკუპ ! წკაპ ! წკუპ! პატარა ზარებად აჟღერებულან გარდაცვლილი წვიმის წვეთები ხის დაძარღვულ ფოთლებზე , შავ გუბეებში , ცივსა და სველ მიწაზე . სული კივილს იწყებს , გსურს დაყვირება , ხელების შემართვა სავედრებლად , სანთლის დანთება , მარა ძალა არ შეგწევს , ენა არ გემორჩილება , რაღაც უკუნი მიგაქანებს თავისკენ სასოწარკვეთის შავბნელი უსიცოცხლო ხვრელებით . . .
Subscribe to:
Posts (Atom)