
გამარჯობა ჩემო მეგობარო , მაპატიე რო დაგივიწყე , ხომ არ მოიწყინე ?
როგორ ვარ ?
რავი კარგად არამიშავს , ახლახანს გამახსენდი , რო არსებობ და შემოგიარე . . .
ამ თოვლის ეფექტზე მაგრა ვიკაიფე , ზამთარ - ზაფხულ ითოვა და ითოვა ))
აღარ წავშლი იყოს , ზამთარი მოვა უკვე მალე . . .
არადა ვარსკვლავებს უფრო გავს , მგონი . . .
ხო სხვა რა
სხვა ის , რო დოხუია სასწავლი მაქვს და ჯერ ფეხს ვითრევ
არადა მაინც ჩემი სასწავლია , ხვალ უეჭველი უნდა ჩავთვალო ორი სემინარი , თორე ჩემ თავს ვერ ვაპატიებ . . .
მუშაობაზე რა მოგახსენო , სადაც არ მივედი გასაუბრებაზე , ყველამ სლეზე დამიკიდა ))
ჩემმა ბიზნესმაც არ გაამართლა , არ ვანებებ ჯერ თავს , მარა მომავალი არ უწერია
თავიდან კარგად იყიდებოდა , მარა მერე მობეზრდა ხალხს , თან კონკურენციაც დიდია , როგორც შიგა , ასევე გარე . . .
ეგ არაფერი , ცხოვრება ჩემია და დედას მოვუდღნავ :ყეს:
არც ისე ბებერი ვარ ჯერ ))
ეს ბოლო დღეებია არ მივარჯიშია და ცოტა ვბრაზობ უკვე ჩემს თავზე
არ მინდა გავაზარმაცო თავი , მარა ისე დავიღალე ამ დღეებში , სიარულითაც ძლივს დავდიოდი
ხვალ არა და ზეგიდან გავაგრძელებ , თორე დამეტყო უკვე უვარჯიშობა ...
ახალ ჯგუფსაც არაუშავს , კაი ბავშვები არიან , პირდაღებულები არ დადიან და ყველაფერი არ უკვირთ , 42 ვართ ჯგუფში , ყველანაირი გაგების და აზროვნების ხალხია და ამ მხრივ მრავალფეროვნებაა ))
ნუ შედარებაც არ შეიძლება ძველ ჯგუფთან , მადლობა ღმერთს ამისთვის , რო ლექციებიდან დაგრუზული აღარ გამოვდივარ ))
თან ერთი ნათესავიც აღმოვაჩინე , კაი გოგოა და დაქალიც კაი ყავს :ყეს: :D
ორი დღის წინ სათევზაოდ წავედით ბრაცები ))
ათამდე ანკესი გვქონდა და დიდი იმედებით გავეშურეთ . . .
ჯერ გრემისხევში ვიყავით ,ძლივს მივაგენით , ღამეც იქ გავათენეთ , საკმაოდ ლამაზი ადგილია , მარა სამწუხაროდ ერთი თევზიც ვერ დავიჭირეთ , მაგარი სლეზე ვეკიდეთ )
მეორე დღეს ჟინვალზე წავედით , მეორე მხარეს გადავედით , დავანგრიეთ მანქანა ისეთი გზები იყო , მარა ღირდა ;ყეს: ცოტა თევზიc დავიჭირეთ , ცეცხლი დავანთეთ და დავბრაწეთ )
მამენტ იმდენი არ იყო რო გავმძღარიყავით , მარა ეს არაა მთავარი
ჭამაზე მეტად დაჭერა ასწორებს , სიმძიმეს რო გრძნობ ამოიღებ და თევზი ფართხალებს , ერთი ორგაზმის ტოლფასია , ადრენალინი მოდის ტვინში ასხავს )
მერე კარტოფილებიც ჩავყარეთ ნაკვერჩხალში , კარგად ჩაიხარშა , პიურესავით გავაკეთე , ყველი ჩავაფშხვენი და მმმმ :ლოვე: მაგრა ასწორებს , თან ბუნებაში ათჯერ უფრო გემრიელად მიდის საჭმელი კუჭში )
უკან რო ვბრუნდებოდით კინაღამ ძროხა გავიტანეთ , კიარადა რო დავტაკებოდით აქეთ გაგვიტანდა )) ცოტათი მივედეთ და გადავრჩით , :ყეს:
მოკლედ მთლიანობაში კაი იყო , ყველაზე მეტად ფერადმა ტყემ გამაგიჟა , ყველა ფერის ფოთოლი ეყარა ძირს და ძალიან ლამაზი იყო , ამიტო მიყვარს შემოდგომა , მაგარ ფერთა შეხამებას აძრობს
ეეჰ დღეს არ მიწერია ძილი , არადა მაგრა მეძინება
მესამე ჭიქა ყავას ვსვავ , რო არ ჩამეძინოს
წავედი წავედი , ბევრი მაქვს წასაკითხი , აბა ჰე და გამოგივლი ხოლმე :კისს :







